
By
ქედლებში ტურისტული ობიექტი მოეწყობა
წინა საუკუნის 30-იან წლებში ხულოს რაიონიდან ორი გოგონა თხილამურებით სრიალში საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. ისინი სოფელ ქედლების მკვიდრები იყვნენ. მათი წარმატება ამ სოფლის ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ქედლების, კერძოდ, თხილაძირის ბაზა სათხილამურო სპორტში ადგილობრივი და რესპუბლიკური პირველობების მასპინძელი იყო. ეს ტერიტორია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხულოს ცენტრთან, წელიწადის ნებისმიერ დროს უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს იზიდავს. აქ მალე ტურისტული ობიექტი მოეწყობა ახალ ტურისტულ სივრცეში გაკეთდება გადასახედი, საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა გარე განათება, განთავსდება მოსასვენებელი სკამები, აშენდება ფანჩატური.
თამაზ მგზავრიძე