გულთბილი შეხვედრა – მერისის მოსახლეობასთან
By

 გულთბილი შეხვედრა – მერისის მოსახლეობასთან

ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე მერისის ხეობელია. მას გულთბილი და ემოციური შეხვედრა მოუწყო მშობლიური მერისის მოსახლეობამ.

– განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის ეს შეხვედრა, რადგან სწორედ ამ ადამიანების თვალწინ გავიზარდე და მომავალი ოთხი წელი დატვირთული უნდა იყოს სიახლეებით, ბევრი სასიკეთო საქმითა და თითოეულ ქედელზე მორგებული სიკეთით. ადგილობრივების საჭიროებებს და არსებულ გამოწვევებს კარგად ვიცნობ, ვიზრუნებ, რომ თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროგრამა და პროექტი განხორციელდა. სწორედ მოსახლეობისა და ჩვენი ერთობლივი ხედვებით განვახორციელებთ მნიშვნელოვან და საჭირო ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის თუ სოციალურ პროგრამებსაც. ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება ნდობის გამოცხადება და ქედის მუნიციპალიტეტის მერად არჩევა. მჯერა, 4 ოქტომბერს მათი მხარდაჭერით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, – თქვა მამუკა თურმანიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი მერისის თემში არკადი საკანდელიძე, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *