
By
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა. მამუკა ჩელებაძე ამ დრომდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე რამდენიმე დღის წინ სამუშაოდ თბილისში გადაიყვანეს.