
By
პირველი ათეული და 4 მაჟორიტარი
შუახევის მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ლელოს“ ოლადაურის, ზამლეთის, შუბნის, დღვანის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებად ჰყავს: გიორგი ჯაყელი, ზვიად დიასამიძე, კახა სურმანიძე და დათო გოგიტიძე.
პროპორციული სიის ათეულს სათავეში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამჟამინდელი წევრი ზვიად დიასამიძე უდგას. მის გარდა ათეულში შედიან: გიორგი ჯაყელი, კახა სურმანიძე, დათო გოგიტიძე, ნაზი ველიაძე, იური ლომინაძე, ოთარ მამულაძე, იაგო ცეცხლაძე, დარინა მიქელაძე.
როგორც ზვიად დიასამიძემ თქვა, კარდაკარ შეხვედრები უკვე დაწყებულია.
თამაზ მგზავრიძე