
By
სულხან თამაზაშვილი: თქვენი ცოდნა და მიღწევები ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და კეთილდღეობის გარანტი იქნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, სტუდენტებს და პედაგოგებს სოციალური ქსელით ულოცავს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ახალი მიზნებისა და შესაძლებლობების დასაწყისია. გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი იყოს ნაყოფიერი, წარმატებითა და გამარჯვებებით სავსე. განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნა და მიღწევები ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და კეთილდღეობის გარანტი იქნება,“ – წერს სულხან თამაზაშვილი.