ბათუმის აეროპორტში თაღლითი საიმონ ლევაევი დააკავეს
By

ბათუმის აეროპორტში თაღლითი საიმონ ლევაევი დააკავეს

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, Netflix-ის სერიალის, Tinder Swindler-ის მთავარი გმირი, თაღლითი საიმონ ლევაევი ბათუმში დააკავეს. ადვოკატების ცნობით, მისი დაკავების საფუძველი უცნობია, რადგან საიმონი მთელი მსოფლიოს გარშემო დაბრკოლებების გარეშე მოგზაურობდა.

საიმონ ლევაევი, რომლის ნამდვილი სახელიც შიმონ ჰაიუთია, 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომელიც საკუთარი სქემისთვის გაცნობის აპლიკაციას Tinder-ს იყენებდა. ის აპლიკაციის საშუალებით სხვადასხვა ქალს ხვდებოდა, თავს ბრილიანტების მაგნატის ლევ ლევაევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით, მათ მოტყუებით ფულს ართმევდა. 2022 წელს საიმონის ისტორიაზე Netflix-მა სერიალი Tinder Swindler – გადაიღო.

გამოცემის ცნობით, ლევაევის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მათ შორის, მისი ადვოკატისთვისაც. „მე მას დღეს დილით ვესაუბრე, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ ჯერჯერობით მიზეზი არ გვესმის. ის თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში“, – უთხრა მისმა ადვოკატმა გამოცემა Walla-ს.

 

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *