
ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს ესტუმრა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არჩილ მხეიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინდია დიასამიძესთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ლიკა გოგიტიძესთან ერთად, ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
სტუმრებმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს.
მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება. უკვე დასრულდა საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ახალსოფელში, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ერგესა და განთიადში.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, პრიორიტეტი კვლავაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერებაა. წლის განმავლობაში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერა.
გალერეა


