
By
8 ობიექტი დაჯარიმდა
საცურაო აუზებისა და სასტუმრო კომპლექსების გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა დასრულდა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის ფარგლებში 26 საცურაო აუზის წყლის ხარისხი, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენური ნორმები შეამოწმა.
მუნიციპალური ინსპექცია სანიტარიულ შემოწმებას შპს „მეგატესტთან“ ერთობლივად ახორციელებს. მონიტორინგის ფარგლებში, ეტაპობრივად, 111 სასტუმრო კომპლექსის ნომრების, სველი წერტილებისა და კვების ბლოკების ჰიგიენური ნორმები გამოიკვლიეს. მათ შორის, 8 ობიექტზე შედგა საჯარიმო ოქმი.