პრემიერმა N7 საჯარო სკოლა დაათვალიერა
By

პრემიერმა N7 საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.

1300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რისთვისაც 5 047 000 ლარი იყო გათვალისწინებული, შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების, ასევე, სკოლის სრული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *