ფესტივალი ,,განდაგანა” 22-23 სექტემბერს ჩატარდება
By

ფესტივალი ,,განდაგანა” 22-23 სექტემბერს ჩატარდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 22-23 სექტემბერს ჩატარდება, ნაცვლად 20-21 სექტემბრის.
22-23 სექტემბერს ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე, მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ასევე მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობები, კულინარიული სივრცე აჭარული, მეგრული და სვანური სამზარეულოთი, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები, ქარგვის მასტერკლასები, აჭარული ეთნოგრაფიული სივრცე და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *