ბსუ-ში უზბეკეთის წამყვანი უნივერსიტეტის რექტორი იმყოფებოდა
By

ბსუ-ში უზბეკეთის წამყვანი უნივერსიტეტის რექტორი იმყოფებოდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ვიზიტით იმყოფებოდნენ სამარყანდის ეკონომიკისა და მომსახურების სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი მახიდინ პულატოვი, საერთაშორისო ურთიერთობების რანჟირების დეპარტამენტის უფროსი ფარჰოდ საფაროვი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ჯონიბეკ მახმუდოვი.
სტუმრები შეხვდნენ ბსუ-ის რექტორ ტიტე აროშიძეს, რექტორის მოადგილეებს გიორგი ქათამაძეს და თამარ სირაძეს, ფაკულტეტების დეკანებს – ირაკლი კორძაიას და ნათია წიკლაშვილს, სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს მარინე გიორგაძეს.
სამარყანდის ეკონომიკისა და მომსახურების სახელმწიფო ინსტიტუტი უზბეკეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ტურიზმის სფეროში, შესაბამისად, ისინი დაინტერესებულები არიან ბსუ-სთან თანამშრომლობით ტურიზმის, ასევე, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, სტუდენტების, აკადემიური პერსონალის გაცვლით. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *