ბათუმი „განდაგანას“ ფესტივალს მასპინძლობს
By

ბათუმი „განდაგანას“ ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმი ყოველწლიურ სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ დღეს მასპინძლობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორი დღის განმავლობაში ფესტივალს ტრადიციულად, საშემოდგომო დეკორაციებით აფორმებს. სტუმრებს ორგანიზატორები ევროპის მოედანზე 2 საათიდან ელოდებიან.

,,ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ, ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას.

ევროპის მოედანზე მოწყობილია სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები მზადდება, ტარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები პროფესიული კოლეჯებისა და მოწვეული ბრენდშეფების მონაწილეობით.

 

       

 

22 სექტემბერი 14:00 საათიდან:

კულინარიული მასტერკლასები, ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნება, „გარდენია შევარდნაძის“ ეთნოგრაფიული სივრცის გამოფენა, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი თაფლის დაგემოვნება, დაცული ტერიტორიების საგამოფენო სივრცე, სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო აქტივობები, თეატრალური მსვლელობა.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად, მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ.

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *