მარათონი-მწვანე ტბასთან
By

მარათონი-მწვანე ტბასთან

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მარათონი გაიმართა.

სპორტულ  ღონისძიებაში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების 160-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

მარათონის პარალელურად, მოეწყო შეჯიბრებები გირის აწევასა და მკლავჭიდში, რომელშიც საკუთარი ძალების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს.

სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ ჯილდოები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ და სასპორტო სკოლის დირექტორმა შოთა თავართქილაძემ გადასცეს.
– ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ჩართულობის გაზრდა,- გვითხრა ჯამბულატ მელაძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *