„ანტიფა“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა
By

„ანტიფა“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც მოძრაობა „ანტიფა“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

„ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ანტიფა“ არის მილიტარისტული, ანარქისტული ორგანიზაცია, რომელიც ხალხს აშშ-ის მთავრობის, სამართალდამცავი ორგანოებისა და ჩვენი სამართლებრივი სისტემის დამხობისკენ მოუწოდებს და ამ მიზნების მისაღწევად უკანონო საშუალებებს, მათ შორის, ძალადობასა და ტერორიზმს იყენებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ტრამპი ამავე ბრძანებით ავალებს ფედერალურ მთავრობას, აღკვეთოს და გააუქმოს ყველა უკანონო ოპერაცია, რომელსაც ატარებენ „ანტიფა“ ან მასთან დაკავშირებული ადამიანები. თეთრი სახლის ლიდერი აგრეთვე ავალებს მთავრობას, ამ მოძრაობის დაფინანსების წყაროები შეზღუდოს.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *