ალექსანდრე რაქვიაშვილი: არ მგონია, ვინმე სერიოზულად ემზადებოდეს ან დარბევისთვის, ან რევოლუციისთვის
By

ალექსანდრე რაქვიაშვილი: არ მგონია, ვინმე სერიოზულად ემზადებოდეს ან დარბევისთვის, ან რევოლუციისთვის

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციისა და სპეცრაზმის მაქსიმალური წინააღმდეგობის გარდა, ორგანიზებული ჯგუფების სამიზნე უნდა გახდეს სახელმწიფო შენობები, სტრატეგიული ობიექტები, გზები და მაგისტრალები.

ხელისუფლების დამხობის ინიციატორების მთავარ ამოცანად, ამ ეტაპზე, იმ პირების შემოკრება რჩება, რომლებიც მზად იქნებიან რევოლუციური პროცესის ნებისმიერი სცენარისთვის. მანამდე კი მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ აფრთხილებს – თუ 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტი მაინც დაფიქსირდება, ყველა კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

„თუ რევოლუციას ამზადებ, შეიძლება, ძალადობის ფაქტი მოხდეს, ვიღაცამ იძალადოს ერთმანეთზე, ან მთავრობამ, ან რევოლუციონერებმა, მაგრამ ეს იმდენად არასერიოზულად გამოიყურება, რასაც ახლა პაატა ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ არ მგონია, ვინმე სერიოზულად ემზადებოდეს ან დარბევისთვის, ან რევოლუციისთვის. გამიკვირდება, რომ ბევრი ადამიანი მოვიდეს“, – აცხადებს პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *