ფესტივალის ფარგლებში ბათუმის პორტის გარე კედელი მოიხატა
By

ფესტივალის ფარგლებში ბათუმის პორტის გარე კედელი მოიხატა

აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტი ,,ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ბათუმი 2025“ დასრულდა. მისი

მიზანი ქალაქის ურბანული სივრცის გამრავალფეროვნება, ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერა, ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი და უცხოელი მხატვრების დაახლოება იყო.

პროექტი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ბათუმის პორტის გარე კედელი მოიხატა, რეგიონში პირველად გაერთიანდა 15-მდე ავტორი და შეიქმნა ერთიანი კონცეფციის ნამუშევარი. პროგრამა ასევე მოიცავდა ღია ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *