ინდუსტრიული ზონის განვითარება ბათუმში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს
By

ინდუსტრიული ზონის განვითარება ბათუმში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ საწარმო დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ინდუსტრიულ ზონას, რომლის განვითარება ბათუმისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, ადგილობრივი წარმოების წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სოციალური პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ინდუსტრიული ზონის ეტაპობრივი განვითარება ხელს შეუწყობს ბათუმში ინვესტიციების ზრდას და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნას“, – აღნიშნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ.

კომპანია „ნოვა“ 1000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მწარმოებლად ითვლება.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *