
By
რუსეთმა უკრაინას 176 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 150 დრონი გაანეიტრალეს
რუსეთმა უკრაინას 176 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 150 დრონი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დილის 8:30 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მტრის 150 დრონი გაანეიტრალეს“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
მათივე ცნობით, ახლა რუსების მიერ გაშვებული დრონების მორიგი შეტევა მიმდინარეობს. რუსული დრონებით დარტყმები 8 ლოკაციაზე დაფიქსირდა.