
By
კულტურის მინისტრს კონსულმა უმასპინძლა
ბათუმში სომხეთის გენერალურმა კონსულმა ნარინე მათოსიანმა აჭარის კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო მომავალ წელს აჭარის კულტურის დღეების გამართვას ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ვანაძორში და სომხეთის კულტურის დღეების დაგეგმვას ბათუმში. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაძლიერებას.