
ფესტივალი „ზე-კართან“ ანუ „კულტურათა დიალოგი“
მეცამეტედ იმართება აჭარის მთიანეთში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“. როგორც მისმა ინიციატორმა და ორგანიზატორმა, რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ შუახევში გამართულ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა – წლევანდელი ფესტივალის თემაა „კულტურათა დიალოგი“.
შუახევის კულტურის სახლის ეზოში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან შეკრებილ მწერლებს, ლიტერატურათმცოდნეებსა და ხელოვანებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, რომელსაც ვახტანგ ბერიძემ მადლობის ბარათი გადასცა ფესტივალის მხარდაჭერისთვის, პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ლოსაბერიძე. შემდეგ სცენა დაეთმო ფილოლოგიის დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ნინო ვახანიას, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია – „ქართული რომანტიზმი მსოფლიო რომანტიზმის კონტექსტში“.
ფესტივალის ახალგაზრდა შემოქმედთა შორისაა გიორგი ბალახაშვილი. მას დაბადების დღე მიულოცეს. გიორგიმ რამდენიმე ლექსი წაიკითხა. აჭარის მთიანეთი უცხო არა 15-მდე წიგნის ავტორ ელგუჯა მარღიასთვის, რომელმაც საკუთარი დაწერილი ლექსი წაიკითხა. გორელი დათო ლომაია ფესტივალზე ადრეც იმყოფებოდა. ამჯერად მონაწილენი ახალი ლექსებით გაახარა.
ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა თბილისელი ლინა ბადაშვილი, მან, სამცხელმა უჩა ღონღაძემ, გორელმა გიორგი ხორბალაძემ, პანკისელმა კანეი მარგოშვილმა, ბათუმელმა ზურაბ ფირცხალაიშვილმა ახალი ლექსები წაიკითხეს.
პოეტური კრებულების „ზურგის ქარი“, „ლანდები სხვენში“ ავტორია გურიაში დაბადებული შორენა თალაკვაძე. მან ის ლექსები წაიკითხა, რომელსაც ახალ კრებულში შეიტანს. მონაწილენი ოვაციით შეხვდნენ ბელა ქებურიასა და ნატო ბუიტრიშვილს. ლექსები წაიკითხეს შუახეველმა პოეტებმა ფრიდონ და რევაზ დავითაძეებმა.
შეკრებილთა წინაშე სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები „ფესვები“ და „ჭვანა“.
შუახევის შემდეგ, ფესტივალის მონაწილენი სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში მივდნენ. მათ ცნობილი მწერლის ფრიდონ ხალვაშისა და რეჟისორ ზაზა ხალვაშის მოღვაწეობაზე ინფორმაციები მიაწოდეს ფრიდონ ხალვაშის მუზეუმის მენეჯერმა ლეილა კეკელიძემ, ფრიდონის ქალიშვილმა მერიმ და ზაზას მეუღლე ნინო პაპუნიძემ. საინტერესო ლექცია – „ფრიდონ ხალვაშის შემოქმედების როლი და მნიშვნელობა ქართულ ლიტერატურაში“ წაიკითხა ფილოლოგიის დოქტორმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. სტუმრებმა ნახეს ფილმი – „მე არ ვიქნები შენი პოეტი“.
ფილმის თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს ვახტანგ ბერიძემ, მერი ხალვაშმა, ზურაბ ფირცხალაიშვილმა, ნინო პაპუნიძემ, ბელა ქებურიამ და ლეილა კეკელიძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა


