საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
By

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში – „ჯეოანესთეზია 2025“ მიიღეს მონაწილეობა.

რიგით მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მართვის აქტუალურ თემებზე, თანამედროვე მიდგომებსა და სიახლეებზე.

მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სესიები და სიმპოზიუმები საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.

ღონისძიებას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენციას საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოება ყოველწლიურად მართავს.

 

 

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *