ფოლკლორულ ანსამბლებსა და სალოტბარო სკოლებს ხალხური საკრავები გადაეცათ
By

ფოლკლორულ ანსამბლებსა და სალოტბარო სკოლებს ხალხური საკრავები გადაეცათ

აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებსა და სალოტბარო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ.

სამინისტროს პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში არსებული ფოლკლორული ანსამბლების, სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება, ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაცია და მათი ჩართვა შემოქმედებით პროცესებში.

ღონისძიებაში, რომელიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ხულოს ეთნო-ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ხელგაშლილა“, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,ელესა“ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,ათძალი“.

ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ აღნიშნა, ყველა მუნიციპალიტეტს საჭიროებისამებრ გადაეცა საკრავი ინსტრუმენტები. მისივე ინფორმაციით, წლიდან წლამდე, აღნიშნული მიმართულებით, ეტაპობრივად გაიზრდება ბიუჯეტი, რათა მომავალში ფოლკლორულ ანსამბლებსა და სალოტბარო სკოლებს კიდევ უფრო მეტი და მრავალფეროვანი მუსიკალური ინსტრუმენტები ჰქონდეს.

 

 

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *