პრემიუმ კლასის ავეჯის საწამო გაიხსნა
By

პრემიუმ კლასის ავეჯის საწამო გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბათუმში პრემიუმ კლასის ავეჯის საწამო გახსნა.

ახალი საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია.  მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, დადებითად აისახება ინდუსტრიული სპეციალიზაციის განვითარებაზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის.

ამ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო წარმოების გაფართოებასთან ერთად, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნის ღონისძიებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *