
„სუპერ სპრინტი 2025“ გაიმართა
ბათუმის ცენტრალურ პარკში საერთაშორისო ტურნირი კანოე-კაიაკში „სუპერ სპრინტი 2025“ გაიმართა. ტურნირი უკვე მეორედ ჩატარდა ჩვენს ქალაქში, წლევანდელი ღონისძიება კი განსაკუთრებით მასშტაბური იყო. ბათუმმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულ და პრიზიორ, 20-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენს უმასპინძლა,.
ტურნირის სხვადასხვა კატეგორიაში ორი ოქროს მედალი ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. სპორტულ ღონისძიებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი დაესწრო. გიორგი ცინცაძემ სპორტული ცენტრის ბაზაზე არსებული ნიჩბოსნობის კლუბი დაათვალიერა. სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და ბათუმში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მერიის ინფორმაციით, პროექტი ბათუმის მერიის სპორტული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან, აჭარის სპორტის დეპარტამენტთან და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
გალერეა

