სასაზღვრო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
By

სასაზღვრო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული ბ.ქ., 1995 წელს დაბადებული ე.ქ., 1997 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1996 წელს დაბადებული თ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბ.ქ. და ჯ.ა. უკანონოდ ცდილობდნენ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა ე.ქ.-მ და თ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და გადაკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *