„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ : კანონმდებლობის ასეთი სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრება კონკრეტულ მიზანს – აქციების ჩახშობას ემსახურება
By

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ : კანონმდებლობის ასეთი სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრება კონკრეტულ მიზანს – აქციების ჩახშობას ემსახურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა ფაქტობრივად, შეზღუდა საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლება. ორგანიზაციის თქმით, რეგულაციები წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებთან.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო:

148 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა;

66 ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია;

54-ს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი;

ათასობით მოქალაქეს დაეკისრა 5000-ლარიანი ჯარიმა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, 4-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარსს ატარებდა და მიზნად ისახავდა ერთი მხრივ, დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ: „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული ცვლილებები მიიღო დაჩქარებული წესით, კონსულტაციების გარეშე და ახასიათებს „შეუზღუდავი კონტროლი დემონსტრაციებზე, მოქალაქეების დაშინება და განსხვავებული აზრის ჩახშობა“.

ქართული ოცნების“ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები არის საერთო სურათისა და იმ დიქტატორული კანონების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც “ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს. ამ ცვლილებების მიზანი არა საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და მოქალაქეების დაშინებაა. ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ უწყვეტ პროტესტს საფრთხედ აღიქვამს და კანონმდებლობის ასეთი სწრაფი და მრავალმხრივი გამკაცრებაც ზუსტად ამ კონკრეტულ მიზანს – აქციების ჩახშობას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *