ლექსიკოგრაფიულ კონკურსში გაიმარჯვა
მონოგრაფიამ – „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი“, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მომზადდა და გამოიცა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მიერ გამოცხადებულ ლექსიკოგრაფიულ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის მიზანი მუხრან მაჭავარიანის ლექსიკოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალი ლექსიკოგრაფიული შრომების წახალისება იყო. კონკურსის ორგანიზატორია თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება (ხელმძღვანელი – მერაბ ჩუხუა).

დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს, „მუხრანობა 2025“-ის ფარგლებში, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ მგელაძე გახლავთ, ავტორები – ნუგზარ მგელაძე, თემურ ტუნაძე, ციალა ნარაკიძე, იაშა თანდილავა, ლილე თანდილავა, მზია ჯღარკავა, ბექა მგელაძე.
ვულოცავთ ავტორებს ამ წარმატებას.
მანანა ძიძიშვილი