აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ 102 ოჯახს 950 675 ლარით დაეხმარება
By

აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ 102 ოჯახს 950 675 ლარით დაეხმარება

აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 102 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა, რეაბილიტაციისთვის 950 675 ლარი გამოიყოფა.

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სტიქიით დაზარალებული 696 ოჯახის​ მხარდასაჭერად, უკვე გამოყოფილია 7 მილიონ 465 011 ლარი.

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *