პაველ ჰერჩინსკი – საქართველოში ამ სავალალო სიტუაციის შესაცვლელად ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ
By

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოში ამ სავალალო სიტუაციის შესაცვლელად ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ

საქართველო ამ დროისთვის არ იმყოფება იმ გზაზე, რომელიც 2030 წელს ან მოგვიანებით ქვეყანას ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას უქადის, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, იმ კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ეხებოდა.

მან დასძინა, რომ ამ მდგომარეობის მიზეზია „დემოკრატიული უკუსვლა, ანტიევროპული დეზინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმეორებენ, და ფუნდამენტური თავისუფლებების ეროზია, რომლებზეც ევროკავშირია აშენებული“.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, რათა ვითარება გამოსწორდეს და ქვეყანა ევროპულ გზაზე დაბრუნდეს:

„ჩვენი მხრიდან მზად ვართ, ამ სავალალო მდგომარეობის შესაცვლელად ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის. ანგარიში მომზადებულია 33 ინსტიტუტისა და 9 სააგენტოს მიერ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველო წარმატების ისტორიად იქცეს, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება – დაიცვას ის ძირითადი წესები და პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დგას“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *