ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია – მთავრობის ახალი გზის რუკა
საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტრატეგია გახდება ქვეყნის მომავალი განვითარების ერთიანი გზამკვლევი, რომელიც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ და სტაბილურ წინსვლას. ამისათვის საჭიროა პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრა და კონკრეტული მიზნების დასახვა.
სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება მიზნები, რომელთა მიღწევაც ქვეყანამ მომდევნო წლებში უნდა უზრუნველყოს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება და მთავრობა სტრატეგიის საბოლოო ვერსიას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.