9 იდეა დააფინანსეს
ქალთა ოთახის ორგანიზებით, ქედაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ხელშეწყობის) პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე და გასულ წლებში გამარჯვებულ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზატორებმა წარმოადგინეს წარმატებულ ქალ მეწარმეებზე მომზადებული ვიდეორგოლები, რომლის მიზანი იყო მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და სხვა ქალების წახალისება ეკონომიკური აქტიურობისკენ.

ქალმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, მიღწევები და ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელიც ბიზნესის დაწყებისა და გაფართოების პროცესში შეხვდათ.
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ქედაში მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. უკვე 41 ბიზნესიდეაა დაფინანსებული, მათგან – 9 წელს დაფინანსდა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივ დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
თამაზ მგზავრიძე