By
რეგიონში 50 ფერმერი ქალი გადამზადდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ტრენინგი ჩატარდა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროგრამა მიზნად ისხავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში სასწავლო ტრენინგების ჩატარებას.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონში გადამზადდა 50 ქალი ფერმერი. სამომავლოდ იგეგმება აღნიშნული პროგრამის გაფართოება და ქალების აქტიური ჩართვა სოფლად არსებული საოჯახო მეურნეობების გაძლიერებაში.