აჭარა – ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე
By

აჭარა – ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურისტული პროდუქტები ლონდონში, ტურიზმის ინდუსტრიის უმსხვილეს – WTM London 2025-ის გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

უწყების ცნობით, გამოფენაზე, რომელსაც წელს 43,000-ზე მეტი ვიზიტიორი ესწრებოდა, საქართველოს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს გასცნობოდნენ.

გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

წელს ლონდონის ტურისტულ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *