კაროლ ნავროცკი : პოლონეთი უკრაინის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს
By

კაროლ ნავროცკი : პოლონეთი უკრაინის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს

განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუს დროს. ნავროცკის თქმით, ის პატივს სცემს უკრაინელების გმირობას, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და მთელ ევროპას რუსული შეჭრისგან იცავენ, თუმცა არ აპირებს ისტორიის დავიწყებას და რომელიმე სახელმწიფოს მძევლობაში ყოფნას. „ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რომელიმე სახელმწიფოს მძევლები. ჩვენ უკრაინის ინტერესებს ჩვენს ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებთ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელების გმირობას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ პოლონეთის მსხვერპლი, ან უკრაინელების ინტერესები პოლონელების ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ“, – თქვა ნავროცკიმ.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *