ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე გაიზარდა
By

ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე გაიზარდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება.

ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.

2025 წელს პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის, ერთ ოჯახში 3 ტყუპი.

პროგრამით უკვე ისარგებლა დარჩიძეების ოჯახმა, სადაც 6-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტყუპი ქალ-ვაჟი ვიკა და დაჩი დაიბადნენ. ახალშობილები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს და მშობლებს ბავშვების დაბადება მიულოცეს.

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *