აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია -თესალონიკის ტურისტულ გამოფენაზე
საბერძნეთში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეკლამა გაუკეთა რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენაზე აჭარა სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტიორები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
,,ბერძენი ვიზიტიორების ინტერესი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. გამოფენის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გამართა ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და კონტენტ-კრეატორებთან. აჭარის სტენდი თანამშრომლებთან ერთად მოინახულა საქართველოს კონსულმა საბერძნეთში გელა ჯაფარიძემ. გამოფენა 14 ნოემბერს გაიხსნა და მეორე დღეს დასრულდა“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.