ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
„ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ სირაბიძეებში სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ოთახების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. წლის ბოლოს მალხაზ ჯაყელის ხუთწევრიან ოჯახს ახალი, კომფორტული საცხოვრისი ექნება.

სოფელ ზენდიდში დასრულდა რკინა-ბეტონის წყლის გამანაწილებელი რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. წყალი 16 ოჯახს მიეწოდება.
სოფელ ახოში, ძერვენახის, ნაჭვავარის და ბაზალეთის უბნების მაგისტრალური მილსადენისა და რკინა-ბეტონის წყლის გამანაწილებელი რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ახოში მცხოვრებ 50 ოჯახს სასმელი წყალი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება.
სოფელ ტიბეთაში საყრდენი კედლის ამოყვანისა და საავტომობილო გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა, ახლა კიბისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
თამაზ მგზავრიძე