By
რუსებმა ქალაქ ბალაკლიას რაკეტებით დაარტყეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლია დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ყველა სამსახურია მობილიზებული“, – განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კარაბანოვმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა – 10. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.