By
„ოქროსფერი შემოდგომა“
დაბა შუახევის ბაგა-ბაღში ზეიმი – „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მოეწყო კუთხეები და თემატური გამოფენები, პატარებმა სხვადასხვა აქტივობით წარმოადგინეს ბარაქიანი შემოდგომა, შეასრულეს წელიწადის ამ დროისადმი მიძღვნილი საბავშვო სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და საზეიმოდ გააცილეს შემოდგომა. ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე