ახალსოფელში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
By

ახალსოფელში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყარო-კომენდატურას მიმართულებით, 2,4 კმ საავტომობილო გზაზე, თანამედროვე სტანდარტების ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. ახალი, რეაბილიტირებული გზით, 250 ადგილობრივი მაცხოვრებელი კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.

დასრულებული საავტომობილო გზა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *