შეხვედრების მიზანი – მიმდინარე პროცესების შეფასება
By

შეხვედრების მიზანი – მიმდინარე პროცესების შეფასება

დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის (MCH Book) საპილოტე პროექტის ეფექტიანად განხორციელების ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აქტიურად ტარდება სამუშაო შეხვედრები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მიზანია მიმდინარე პროცესების შეფასება, 2024–2027 წლების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კოორდინაცია და მომდევნო ეტაპების დაგეგმვა.  შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: MCH წიგნების დარიგების სტატუსი – საპილოტე დაწესებულებებში წიგნების გაცემა წარმატებით მიმდინარეობს და შეფასდა მიმდინარე დინამიკა, დაწესებულებების მხარდამჭერი ზედამხედველობის დეკემბრის გეგმა – დაგეგმილია მონიტორინგი და საინფორმაციო შეხვედრები დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნთან დაკავშირებით, განახლდა  პროექტების მიმდინარეობის პროგრესი და შემუშავდა სამომავლო გეგმა. KCCP პროგრამა იაპონიაში (იანვარი 2026) – იაპონიის მაგალითზე განიხილეს  პროგრამის მომზადების ეტაპები და მონაწილე სპეციალისტების შერჩევის პრინციპები.

შეხვედრაზე ისაუბრეს 2026 წლის თებერვალში დაგეგმილი  ღონისძიების  ორგანიზების საწყისი გეგმისა და პრიორიტეტების შესახებ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საპილოტე პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნას დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული თანამედროვე, ეფექტიანი და მდგრადი სისტემა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და JICA მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *