კომისიაზე ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტის, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
სხდომაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები მიმოიხილა. მიანიშნა, რომ გაისად ბიუჯეტი 34, 1 მილიონი ლარით იწყება და წლის ბოლომდე კიდევ მოიმატებს.
ბიუჯეტის თაობაზე მოსაზრებანი გამოთქვეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრებმა: გიორგი, ემზარ, მერაბ დავითაძეებმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, ზვიად დიასამიძემ, ემზარ ჯუმუშაძემ, გურამ ზოიძემ, მალხაზ ტაკიძემ, საზოგადოების წარმომადგენლებმა. ომარ ტაკიძემ წინადადებებსა და სურვილებზე საპასუხო კომენტარი გააკეთა.

კონკრეტულ ვადებში, შენიშვნებთან და წინადადებებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მერს დაუბრუნდება.
მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და მას დეკემბერში, სხდომაზე დაამტკიცებენ.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომას თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძე უძღვებოდა.
ოთარ ცინარიძე