By
მინისტრი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის N25 და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
სალიბაურის №1 საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამის – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია მასწავლებლების მხარდაჭერა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნება.
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება. მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში იღებენ 500-ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად.
