მიხეილ ყაველაშვილმა 49 პატიმარი შეიწყალა
By

მიხეილ ყაველაშვილმა 49 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 49 პირი შეიწყალა.

შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ერთ პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *