საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ინფორმაციით,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 66-ე გენერალური სესია იმართება.
საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, ხოლო შალვა პაპუაშვილი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა და მაღალი დონის შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი სოფიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან ირაკლი მეზურნიშვილი – ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი PABSEC-ში, ასევე, ალუდა ღუდუშაური – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ოფიციალური ვიზიტი დღს, 24 ნოემბერს დასრულდება.