By
რუსეთმა კიევზე მიიტანა იერიში
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევში პეჩერსკის და დნეპროვსკის რაიონებში საცხოვრებელ სახლებზე იერიში მიიტანა. შედეგად – ერთი დაღუპულია და შვიდი დაშავებული.
როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, პეჩერსკის რაიონში მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც რამდენიმე სართულზე გავრცელდა. დნეპროვსკის რაიონში კი ცეცხლი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს მოეკიდა. თავდასხმა ასევე განხორციელდა კიევის ოლქის ბელოცერკოვსკის თემში.