By
სამედიცინო აქცია – ,,ჯანმრთელი მომავალი“
ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა ვეტერანებისთვის, გარკვეული სოციალური კატეგორიის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის.
პაციენტებს მომსახურება გაუწია თბილისის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების სხვადასხვა პროფილის 25-მა ექიმმა. კონსულტაციასთან ერთად, პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევებით.
აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე.
სამედიცინო აქცია ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
გალერეა

