ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყება
By

 ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყება

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში იწყება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საჯარო განხილვები ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

„მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებები.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *