ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
By

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

ხულოს დრამატული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დარბაზში მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ და მერის მოადგილე ნადიმ ვასაძემ წარუდგინეს.

ითქვა, რომ გაისად ბიუჯეტის საწყისი პარამეტრები 39,8 მილიონი ლარი იქნება და 5,5 მილიონით აღემატება 2025 წლის ბიუჯეტის საწყის პარამეტრებს. მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები, განათლების, კულტურისა და სპორტის ხელშეწყობა, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები.

მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დეტალურად გაეცნოს დოკუმენტს და წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები ან წინადადებები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი სტრუქტურა მათ გაითვალისწინებს, რაც საბოლოო ვარიანტში აისახება.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *