ქედელი მოჭიდავეების წარმატება
By

ქედელი მოჭიდავეების წარმატება

გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატში, „აბა ჭიდაობაში“, ქედის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა მარად გორგაძემ (60კგ), დავით ფარტენაძემ (70 კგ) და დიეგო მახარაძემ (80 კგ)ევროპის ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

– მარად გორგაძემ გასულ წელსაც იაქტიურა და თურქეთის რესპუბლიკაში გამართული ანალოგიური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ულოცავს ქედელ მოჭიდავეებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს, – თქვა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *